სიტყვა „შობა“ დისკომფორტს უქმნის არაქრისტიანებს და ის „არდადეგებით“ უნდა შეიცვალოს- რა განცხადებას ავრცელებს ევროკომისარი თანასწორობის საკითხებში? | Allnews.Ge

სიტყვა „შობა“ დისკომფორტს უქმნის არაქრისტიანებს და ის „არდადეგებით“ უნდა შეიცვალოს- რა განცხადებას ავრცელებს ევროკომისარი თანასწორობის საკითხებში?

სოციალურ მედიაში გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, რომელიც ევროკომისიაში წარადგინეს, კომისიის წარმომადგენელთა ნაწილი ოფიციალური პირებისგან მოითხოვს ისეთი ინკლუზიური სიტყვები გამოიყენონ, რომლებიც საზოგადოების ნაწილისთვის შეურაცხმყოფელი არ იქნება.

მაგალითისათვის მათი მოწოდების მიხედვით, ისეთი სიტყვები, როგორებიცაა „შობა“, „არდადეგებით“ შეიცვალოს, რადგან არაქრისტიანებისთვის ეს შეიძლება გარკვეული დისკომფორტის საგანი იყოს.

ამასთან, ისეთი სიტყვები და პროფესიები, სადაც მამაკაცის როლია ხაზგასმული გენერ-ნეიტრალური სიტყვებით შეიცვალოს. მაგალითისათვის სიტყვა Fireman (მეხანძრე), Firefighter-ით შეიცვალოს.

lede-1638370312.jpg

ასევე ინიციატივის მიხედვით, მიმართვა, “ladies and gentleman”(ქალბატონებო და ბატონებო) , “man-made” (კაცის მიერ შექმნილი), “chairman”(თავმჯდომარე) და სხვა სიტყვები უფრო ნეიტრალური სიტყვებით უნდა შეიცვალოს.

მსგავსი ინიციატივა თანასწორობის საკითხებში ევროკომისარმა ჰელენა დალიმ წამოაყენა, რასაც ევროკავშირის ინსტიტუტებში თანამშრომელთა ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. მის განცხადებას განსაკუთრებით ულტრა-მემარჯვენე პარტიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ.

4929-1638370357.jpg

ჰელენა დალი

”ჩემი ინიციატივაა, შემუშავებულიყო სახელმძღვანელო მითითებები, როგორც შიდა დოკუმენტი კომისიის თანამშრომლების მიერ თავიანთ მოვალეობებში კომუნიკაციისთვის. ის მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას: ევროპული კულტურის მრავალფეროვნების ილუსტრირებას და ევროკომისიის ინკლუზიურ ბუნებას ცხოვრების ყველა სფეროს მიმართ.”- განაცხადა ჰელენა დალიმ.

ინიციატივას იტალიური გამოცემა il Giornale- გამოეხმაურა და მას „შობის გაუქმების“ მცდელობა უწოდა.

მის განცხადებას ევროპარლამენტარი ანტონიო ტაიანიც გამოეხმაურა და აბსურდული უწოდა.

„ეს იყო აბსურდული და არასწორი დოკუმენტი. საზოგადოებას არ ეშინია თავისი ფესვების. და კულტურული იდენტობა არის ღირებულება და არა საფრთხე“.

myquiz