"ვტიროდი და შოკში ვიყავი, მეშინოდა ჩემი გოგონას სიცოცხლის გამო..." - დაბომბვით შეშინებულმა თელ-ავიველმა დედამ, ღამე სადარბაზოში ჩვილთან ერთად გაათენა | Allnews.Ge

"ვტიროდი და შოკში ვიყავი, მეშინოდა ჩემი გოგონას სიცოცხლის გამო..." - დაბომბვით შეშინებულმა თელ-ავიველმა დედამ, ღამე სადარბაზოში ჩვილთან ერთად გაათენა

"შვილი დასაძინებლად დავაწვინე და ამ დროს სირენების ხმა გაისმა. ვტიროდი და შოკში ვიყავი, მეშინოდა ჩემი გოგონას სიცოცხლის გამო. ჩვენს სახლს არ აქვს ბომბსაფარი, შოკისგან შვილი ხელში ავიყვანე და ფეხსაცმლის გარეშე გავიქეცი დერეფანში" - ამბობს კორინი, ახალგაზრდა დედა თელ-ავივიდან, რომელმაც დაბომბვის შიშით, მთელი ღამე სახლის სადარბაზოში გაათენა ჩვილთან ჩახუტებულმა.

"ტერორის უდანაშაულო მსხვერპლები" - ამ სახელწოდებით ავრცელებს ისრაელის თავდაცვის ძალებიბ თელ-ავივის ჰოსპიტალში გადაღებულ ფოტოს, სადაც სარაკეტო თავდასხმების დროს, ახალშობილები საწოლებიდან ამოიყვანეს და ხელში აყვანილებს ამშვიდებდნენ მათ.

samshobiaroisraeli-1620804389.jpg

„ისრაელის თავდაცვის ძალებზე“ დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათიდან მოყოლებული 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ ასახლებული ადგილებისკენ გასროლილი რაკეტების 85-90 პროცენტი გაანეიტრალა.

israelisirena-1620804740.jpg
წითლად მონიშნულია ადგილები ისრაელში, სადაც დაბომბვის საფრთხის გამო განგაშის სირენა ჩაირთო

მედიის ინფორმაციით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა ღაზას სექტორში იერიში „ჰამასის“ 500-მდე სამიზნეზე მიიტანა. ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც.

myquiz