ბრიტანეთის შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა იტალიაშიც დადასტურდა | Allnews.Ge

ბრიტანეთის შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევა იტალიაშიც დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი პაციენტი კორონავირუსის ახალი შტამითაა ინფიცირებული.

მათივე ინფორმაციით, პაციენტი და მისი პარტნიორი გაერთიანებული სამეფოდან რამდენიმე დღის წინ ავიარეისით დაბრუნდნენ და ამჟამად იზოლაციაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც მეცნიერების განმარტებით, არსებულთან შედარებით უფრო სწრაფად გავრცელებადია. ახალი შტამის გამო რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ გაერთიანებულ სამეფოსთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა.

myquiz