აშშ-ში ბოლო 5 დღის განმავლობაში კორონავირუსით 1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა | Allnews.Ge

აშშ-ში ბოლო 5 დღის განმავლობაში კორონავირუსით 1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

აშშ-ში ბოლო 5 დღის განმავლობაში კორონავირუსით 1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის გავრცელების ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია. CNN-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებია ქვეყანაში დღეში კორონავირუსით მინიმუმ 200 000 ადამიანი ინფიცირდება.

ბოლო 24 საათში აშშ-ში ვირუსი 200 067 ადამიანს დაუდასტურდა და 2 189 კოვიდინფიცირებული დაიღუპა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 14.5 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირდა, დაღუპულია სულ მცირე 281 121 ადამიანი.

myquiz