მოსკოვში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო | Allnews.Ge

მოსკოვში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

მოსკოვში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მედიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანები : სასწავლო, სამედიცინო და სოციალური მომსახურების დაწესებულებების თანამშრომლები აიცრებიან.

ვაქცინაციის ცენტრები მოზრდილთა პოლიკლინიკებში გაიხსნა, რომელიც დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს. დედაქალაქში ჯერჯერობით 70 ასეთი ცენტრია გახსნილი. ვაქცინაციისთვის რუსეთის მიერ აგვისტოში დამტკიცებულ ვაქცინას „სპუტნიკ V“-ს იყენებენ.

რუსეთის ვიცე-პრემიერის, ტატიანა გოლიკოვას თქმით, მომავალი კვირის დასასრულიდან ვაქცინაცია რუსეთის ყველა რეგიონში დაიწყება.

რუსული ვაქცინის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია.

myquiz