იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა | Allnews.Ge

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 961 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინციფირებულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 1.028 მილიონს მიაღწია. ამასთან, პანედმიის დაწყების დროიდან იტალიაში ვირუსს 42 953 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ მაჩვენებლით იტალია გაერთიანებული სამეფოს შემდეგ ევროპაში მეორე ადგილზეა. Reuters-ი წერს, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირების გლობალური რაოდენობის დაახლოებით 2/3-ი 10 ქვეყანაზე მოდის, მათ შორის ევროპის 5 ქვეყანაა : იტალია, რუსეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო.

myquiz