ვინ არის იაპონიის ტახტის ახალი მემკვიდრე? | Allnews.Ge

ვინ არის იაპონიის ტახტის ახალი მემკვიდრე?

იაპონიაში პრინცი ფუმიჰიტო, რომელიც იმპერატორ ნარუჰიტოს უმცროსი ძმაა, ტახტის ოფიციალურ მემკვიდრედ დასახელდა.

საზეიმო ცერემონია ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში 7 თვის დაგვიანების შემდეგ გაიმართა, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემია გახდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზეიმო ღონისძიებას სულ 46 სტუმარი ესწრებოდა, რომლებიც დისტანციას იცავდნენ და პირბადეებს ატარებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნარუჰიტო იაპონიის იმპერატორი გასულ წელს გახდა. მას მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელსაც იაპონური ტრადიციების მიხედვით ტახტის დაკავების უფლება არ აქვს.

myquiz