ოკუპაციისგან კიდევ 13 სოფელი გათავისუფლდა- ილჰამ ალიევი | Allnews.Ge

ოკუპაციისგან კიდევ 13 სოფელი გათავისუფლდა- ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმ 13 სოფელს ასახელებს, რომელიც, მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა არმიამ გაათავისუფლა.

მისი ინფორმაციით, გათავისუფლდა ზანგილანის, ფიზულისა და გუბადლის რაიონში მდებარე სოფლები.

"ბრწყინვალე აზერბაიჯანულმა არმიამ ოკუპაციისგან გაათავისუფლა ზანგილანის რაიონის სოფლები : ბირინჯი აღალი, იკინჯი აღალი, უჩუნჯუ აღდალი, ზარნალი, ფუზულის რაიონის სოფელი მანდილი, ჯაბრაილის სოფლები: გაზანზემი, ხანაგაბულაგი, ჩულუ, გუშჩულარი, გარააგაჯი, გუბადლის რაიონის სოფლები: გიიასლი, ედლიჯა, გილიჯანი. დიდება აზერბაიჯანის არმიას! ყარაბაღი აზერბაიჯანია! ", - წერს ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

myquiz