კორონავირუსის შემთხვევების შემცირების ფონზე ისრაელში საყოველთაო კარანტინის ვადა შემცირდება | Allnews.Ge

კორონავირუსის შემთხვევების შემცირების ფონზე ისრაელში საყოველთაო კარანტინის ვადა შემცირდება

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების შემცირების ფონზე ისრაელში საყოველთაო კარანტინის ვადა შემცირდება. 

BBC-ის ინფორმაციით, გასულ თვეს ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა, რის გამოც ისრაელის ხელისუფლებმა ქვეყანაში მე-2 საყოველთაო კარანტინი დააწესა, რომელიც 1 თვის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.

მომდევნო კვირიდან უქმდება კანონი, რომელიც მოსახლეობას საკუთარი სახლებიდან 1 კილომეტრზე შორს გადაადგილებას უკრძალავდა. ამასთან, ქვეყანაში რესტორნებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლებს სახლში მიტანის სერვისი შესთავაზონ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მკაცრმა კარანტინმა სასურველი შედეგები გამოიღო და ახლა რეგულაციების ეტაპობრივი მოხსნის დროა.

ისრაელში კორონავირუსის 300 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 2 128 ადამიანი ემსხვერპლა.

myquiz