კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე ევროპაში ზომები მკაცრდება | Allnews.Ge

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე ევროპაში ზომები მკაცრდება

ევროპა კოვიდ 19-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შეჩერებას ცდილობს, რის გამოც სსხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება, - ამ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩეხეთი 3-კვირიან ნაწილობრივ კარანტინს აწესებს, 3 ნოემბრამდე იხურება სკოლები, უნივერსიტეტები, ბარები და კლუბები.

ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო 4-კვირიანი ნაწილობრივი კარანტინი ცხადდება ნიდერლანდებშიც, სადაც ოთხშაბათიდან ბარები, რესტორნები და ტერასები დაიხურება. სასურსათო მაღაზიებს კი 20:00 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აეკრძალებათ.

ახალი განკარგულება გამოცა იტალიის მთავრობამაც, რომელიც სასკოლო ექსკურსიებს და სამოყვარულო სპორტს, როგორიცაა ფეხბურთის პარკში თამაში, კრძალავს. აკრძალულია კერძო წვეულებებიც და იტალიელებს კატეგორიულად მოუწოდებენ, სტუმრად მისული ადამიანების დასაშვები რაოდენობა 6-მდე შეზღუდონ.

myquiz