1 გარდაცვლილი, არიან დაშავებულებიც- რა ხდება აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში, სადაც ავიაიერიშები მიმდინარეობს (ფოტოები) | Allnews.Ge

1 გარდაცვლილი, არიან დაშავებულებიც- რა ხდება აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში, სადაც ავიაიერიშები მიმდინარეობს (ფოტოები)

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ აზერბაიჯანის ქალაქ განჯას  დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანის 1 მოქალაქე დაიღუპა, 4 კი დაშავდა.

ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათი თქმით, დაბომბვის შედეგად ათობით სხვადასხვა შენობა დაზიანდა.

იქამდე კი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიენტის პრესმდივანმა ვაგრამ პოღოსიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ქალაქ განჯას სამხედრო აეროპორტი განადგურებულია.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიენტმა არაიკ ჰარუთუნიანმა კი აზერბაიჯანის მოქალაქეებს მოუწოდა დატოვონ ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განთავსებული.

იხილეთ ფოტოები

myquiz