დონალდ ტრამპი - გვსურს ავუხსნათ იმ იდიოტებს, რომლებიც ამდენი ხანია მართავენ ქვეყანას, რომ პუტინთან ურთიერთობის დალაგება ცუდი არ არის | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - გვსურს ავუხსნათ იმ იდიოტებს, რომლებიც ამდენი ხანია მართავენ ქვეყანას, რომ პუტინთან ურთიერთობის დალაგება ცუდი არ არის

რუსეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ეს ორივე მხარისთვის კარგია- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიჩიგანის შტატში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ის არ ეთანხმება კრიტიკოსებს, რომლებსაც მისი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებთან ურთიერთობა არ მოსწონთ. "ჩვენ გვსურს ავუხსნათ მედიასა და იმ იდოტებს, რომლებიც ამდენი ხანია მართავენ ქვეყანას.

პუტინთან ურთიერთობის დალაგება ცუდი არ არის და მე თუ ამას მოვახერხებ, ეს ორივე მხარისთვის ძალიან კარგი იქნება. მე მასაც მოვწონვარ, რაც ძალიან კარგია. მე ასევე ვდილობ ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნო ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთანაც."-განაცხადა ტრამპმა.

myquiz