მელანია ტრამპი- მწარე სიმართლეა ის, რომ ჩვენ არ ვამაყობთ ჩვენ ისტორიის გარკვეული ნაწილით | Allnews.Ge

მელანია ტრამპი- მწარე სიმართლეა ის, რომ ჩვენ არ ვამაყობთ ჩვენ ისტორიის გარკვეული ნაწილით

„რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობის მეორე დღე აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი თეთრ სახლში სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც რასობრივი უთანასწორობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა უისკონსინის შტატში პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი  შავკანიანი მამაკაცის ჯიკობ ბლექისთვის ლოცვით დაიწყო.

 „როგორც თითოეული თქვენგანი, მეც ვფიქრობ რასობრივ ნიადაგზე დაწყებულ არეულობაზე ჩვენს ქვეყანაში. მწარე სიმართლეა, რომ ჩვენ არ ვამაყობთ ჩვენი ისტორიის გარკვეული ნაწილით. მოვუწოდებ ხალხს, გაერთიანდნენ, რომ ჩვენ შევძლოთ მუშაობა და ცხოვრება ამერიკული იდეალების სტანდარტების შესაბამისად. ასევე, მოვუწოდებ ადამიანებს, რომ შეწყვიტონ ძალადობა და მაროდიორობა, რასაც სამართლიანობის სახელით სჩადიან და არასდროს მიიღონ გადაწყვეტილება პიროვნების კანის ფერის მიხედვით“-განაცხადა მელანია ტრამპმა.

myquiz