ჯო ბაიდენი- დონალდ ტრამპმა აშშ სიბნელეში გაახვია, ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში სიბნელის ხანა დავძლიოთ | Allnews.Ge

ჯო ბაიდენი- დონალდ ტრამპმა აშშ სიბნელეში გაახვია, ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში სიბნელის ხანა დავძლიოთ

დონალდ ტრამპმა აშშ სიბნელეში გაახვია, ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში სიბნელის ხანა დავძლიოთ- ამის შესახებ „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა პარტიის ეროვნულ ყრილობაზე განაცხადა.

მან 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები „ნათელსა და ბნელს“ შორის ბრძოლას შეადარა.

„მე სინათლის მოკავშირე ვიქნები და არა სიბნელის. დადგა დრო გავერთიანდეთ. ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს – გავხდეთ უფრო გაბრაზებულები, ნაკლებად იმედიანები, უფრო დაყოფილები, ან შეგვიძლია განსხვავებულ გზას დავადგეთ და ყველამ ერთად გამოვიყენოთ ეს შანსი რეფორმისთვისა და გაერთიანებისთვის. ეს არის იმედისა და სინათლის გზა.“-განაცხადა მან.

ამასთან, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის დროს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ვირუსთან ბრძოლის ეფექტური გეგმა გააჩნია.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

myquiz