ისრაელის არმიამ სირიის სამხედრო ბაზებზე ავიაიერიში განახორციელა | Allnews.Ge

ისრაელის არმიამ სირიის სამხედრო ბაზებზე ავიაიერიში განახორციელა

ისრაელის თვითმფრინავმა სირიის სამხედრო სამიზნეებზე იერიში მიიტანა,- ამ ინფორმაციას ისრაელის შეირაღებული ძალები ავრცელებს. მათი მტკიცებით, ავიაიერიში სირიის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის დაბომბვის მცდელობამ განაპირობა.

"ისრაელის არმია სირიის მიწაზე განხორციელებულ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებლობას სირიის მთავრობას აკისრებს და ისრაელის სუვერენიტეტის ნებისმიერი დარღვევის წინააღმდეგ მოქმედებას მომავალშიც გააგრძელებს", - ნათქვამია განცხადებაში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, მათ მიერ განხორციელებული ავიაიერიშის სამიზნე ელ-კუნეიტრაში განთავსებული სირიის არმიის ბაზების "სადამკვირვებლო პოსტები, სადაზვერვო სისტემები, საზენიტო საარტილერიო ობიექტები და კონტროლის სისტემები" იყო.

ცნობისათვის, ისრაელსა და სირიას შორის სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორი კვირის წინ ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად სირიაში ჰეზბოლას მებრძოლი დაიღუპა.

myquiz