ჰონგ-კონგის საპარლამენტო არჩევნები 1 წლით გადაიდო | Allnews.Ge

ჰონგ-კონგის საპარლამენტო არჩევნები 1 წლით გადაიდო

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჰონგ-კონგის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, 1 წლით გადაიდო,- ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლემმა განაცხადა, რომ ის არჩევნების გადასადებად საგანგებო უფლებას გამოიყენებს.

"ეს არის ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია,"- განაცხადა ჰონგ-კონგის ლიდერმა.

ცნობისათვის, ჰონგ-კონგში, ბოლო 10 დღის მანძილზე დღეში კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქალაქში "კოვიდ 19" კიდევ 121 ადამიანს დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ჰონგ-კონგისთვის.

myquiz