ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ ქალაქ კესონში კარანტინი დააწესა | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ ქალაქ კესონში კარანტინი დააწესა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პოლიტბიუროს საგანგებო სხდომა მოიწვია მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ, კოვიდინფიცირებული პირი სამხრეთ კორეიდან ქვეყანაში დაბრუნდა.

ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ჩრდილო კორეის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სახელმწიფო მედიასაშუალება "კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს" (KCNA) ინფორმაციით, "კიმ ჩენ ინმა სასაზღვრო ქალაქ კესონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კარანტინი შემოიღო, მან ასევე სიტუაციას კრიტიკული უწოდა, რადგან სასტიკი ვირუსი ქვეყანაში შევიდა".

სააგენტოს ინფორმაციითვე, პირი, რომელიც სამხრეთ კორეაში სამი წლის წინ წავიდა, ჩრდილო კორეაში კორონავირუსის სიმპტომებით 19 ივლისს დაბრუნდა. მან ქალაქ კესონთან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ამჟამად იგი კარანტინში იმყოფება და ხელისუფლება იკვლევს, ჰქონდა თუ არა ვინმესთან კონტაქტი.

მათივე ცნობით, დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მიერ ოფიციალურად აღიარებული კორონავირუსის პირველი შემთხვევა. აქამდე ჩრდილო კორეა აცხადებდა, რომ ქვეყანაში ახალი ვირუსული ინფექცია არ არსებობდა.

myquiz