აია-სოფიაში, 86 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმთა პარასკევის ლოცვა გაიმართა | Allnews.Ge

აია-სოფიაში, 86 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმთა პარასკევის ლოცვა გაიმართა

სტამბოლში, აია-სოფიაში, 86 წლის შემდეგ პირველად, მუსლიმთა პარასკევის ლოცვა სრულდება.

თურქული მედიის ინფორმაციით, პარასკევის ლოცვას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც ესწრება, რომელიც აია-სოფიაში რამდენიმე მინისტრთან ერთად მივიდა.

დილიდან აია-სოფიასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უამრავი პოლიციელია მობილიზებული. შეგახსენებთ, ივლისის დასაწყისში თურქეთის სასამართლომ აია- სოფიას მუზეუმის სტატუსი გააუქმა.

10 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

myquiz