ჰასან რუჰანი - კორონავირუსით 25 მილიონი ირანელი დაინფიცირდა და კიდევ 35 მილიონი დაინფიცირების რისკის ქვეშაა | Allnews.Ge

ჰასან რუჰანი - კორონავირუსით 25 მილიონი ირანელი დაინფიცირდა და კიდევ 35 მილიონი დაინფიცირების რისკის ქვეშაა

კორონავირუსით 25 მილიონი ირანელი დაინფიცირდა და კიდევ 35 მილიონი დაინფიცირების რისკის ქვეშაა, - გამოცემა "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

"დოიჩე ველე" წერს, რომ ჰასან რუჰანის მიერ გაჟღერებული მონაცემები გაცილებით მეტია იმაზე, რასაც ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს.

"ჩვენი შეფასებით, კორონავირუსით დაინფიცირდა 25 მილიონი და დაიღუპა 14 000-მდე ირანელი. არსებობს იმის ალბათობა, რომ კიდევ 30-35 მილიონი ადამიანი დაინფიცირების რისკის ქვეშ აღმოჩნდეს,"- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ოფიციალური მონაცემებით კი, ირანში კორონავირუსის 269 440 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 232 873 და დაღუპულია 13 791 ადამიანი.

myquiz