2100 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის ნახევარი აფრიკელი იქნება- რა საფრთხეები ემუქრება პლანეტის მოსახლეობას? | Allnews.Ge

2100 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის ნახევარი აფრიკელი იქნება- რა საფრთხეები ემუქრება პლანეტის მოსახლეობას?

ვაშინგტონის უნივერსიტეტი მსოფლიო მოსახლეობის კვლევის ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2064 წლისთვის პლანეტის მოსახლეობა რეკორდულ მაჩვენებელს 9.7 მილიარდს მიაღწევს, რის შემდეგაც საუკუნის ბოლომდე 8.8 მილიარდამდე შემცირდება.

შობადობის შემცირება

კვლევის მიხედვით, საუკუნის ბოლომდე მოსახლეობის რაოდენობის შემცირების უმთავრესი მიზეზი სულ უფრო მეტი ქალის განათლებაზე წვდომა გახდება. ამასთან, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში შობადობა მკვეთრად შემცირდება.

2100 წლისთვის პლანეტაზე მცხოვრები ქალების უმეტესობას საშუალოდ 2.1 ბავშვი ეყოლება, რაც შობადობის მკვეთრ შემცირებაზე მიუთითებს.

აფრიკის მოსახლეობა გასამმაგდება

მომდევნო 70 წლის განმავლობაში აფრიკის კონტინენტზე მოსახლეობის რაოდენობა გასამმაგდება 1.03 მილიარდიდან 3.07 მილიარდს მიაღწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ პლანეტაზე მცხოვრებით თითქმის ყოველი მეორე ადამიანი აფრიკიდან იქნება.

ერების დაბერება

ამასთან 2100 წლისთვის მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა იქნება ერების დაბერება. ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და სოციალური კეთილდღეობის ფონზე 2100 წელს 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობა 2.37 მილიარდი იქნება.

მიგრაცია

კვლევის მიხედვით განვითარებულ ქვეყნებს მუშახელის სერიოზული პრობლემა შეექმნებათ, რის გამოც ეკონომიკის გადარჩენის ერთადერთი გზა ღარიბი ქვეყნებიდან მოსახლეობის იმიგრაცია გახდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით აშშ-ს, ავსტრალიასა და კანადას შეაწუხებს.

myquiz