კიმ ჩენ ინი - ჩვენმა ქვეყანამ კორონავირუსთან დაკავშირებით ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია | Allnews.Ge

კიმ ჩენ ინი - ჩვენმა ქვეყანამ კორონავირუსთან დაკავშირებით ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსთან დაკავშირებით "ბრწყინვალე წარმატებას" მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ბრწყინვალე წარმატებას მივაღწიეთ. დამღუპველი ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა აღვკვეთეთ და სტაბილური სიტუაცია შვინარჩუნეთ,"- განაცხადა კიმ ჩენ ინმა პოლიტბიუროს სხდომაზე.

მისივე თქმით, ქვეყანაში ჯერჯერობით სიფხიზლე უნდა გამოიჩინონ და "ანტიეპიდემიურ ფრონტზე არ უნდა მოდუნდნენ", ვინაიდან ვირუსი მეზობელ სახელმწიფოებში კვლავ არსებობს. ცნობისთვის, კორონავირუსის გამო ჩრდლიოეთ კორეამ საზღვრები 6 თვის წინ ჩაკეტა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

myquiz