დონალდ ტრამპი- შტატის ადგილობრივი მთავრობები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად უკიდურესად სუსტები აღმოჩნდნენ | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი- შტატის ადგილობრივი მთავრობები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად უკიდურესად სუსტები აღმოჩნდნენ

შტატის ადგილობრივი მთავრობები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად უკიდურესად სუსტები აღმოჩნდნენ- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არიზონას შტატის ქალაქ იუმაში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმის ქვეყნის მასშტაბით ძეგლების დაზიანებისა და ნგრევის ფაქტები დაუშვებელია. პრეზიდენტმა შტატების ადგილობრივ ხელისუფლებას საჭიროების შემთხვევაში ფედერალური მთავრობის დახმარება შესთავაზა.

"შტატები იყვნენ უკიდურესად სუსტები მათი მემკვიდრეობის და მათი კულტურის დაცვაში. ასე რომ, შტატებს მოუწევთ საკუთარ თავზე ზრუნვა, თუმცა ჩვენ დახმარებისთვის მზად ვართ. თუ მათ სურთ, ჩვენ სიხარულით დავეხმარებით", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, პირებს, რომლებიც ძეგლებს დააზიანებენ ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

myquiz