კორეის ნახევაკუნძულზე ვითარება დაიძაბა- ჩრდილოეთ კორეამ დემილიტარიზებულ ტერიტორიაზე სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა | Allnews.Ge

კორეის ნახევაკუნძულზე ვითარება დაიძაბა- ჩრდილოეთ კორეამ დემილიტარიზებულ ტერიტორიაზე სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა

ჩრდილოეთ კორეამ ჩრდილოეთ-სამხრეთ კორეის სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა, - ამის შესახაებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg სამხრეთ კორეის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩრდილოეთ კორეამ სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა,"- ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ახალი ამბების სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო ქალაქ კესონში მდებარე ინდუსტრიულ პარკთან ახლოს კვამლი შეიმჩნეოდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეასთან კომუნიკაცია შეწყვიტა. რამდენიმე საათის წინ კი ფხენიანმა განაცხადა, რომ ისინი განიხილავენ სამოქმედო გეგმას, რომელიც დემილიტარიზებულ ზონაში ჯარის გაგზავნას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეაში პროპაგანდისტული პროკლამაციების გაგზავნას არ შეწყვეტს.

myquiz