ჩეხეთი ავსტრიასთან, გერმანიასა და უნგრეთთან საზღვრებს დღეიდან, ევროპის სხვა 20-ზე მეტ ქვეყანასთან კი 15 ივნისიდან ხსნის | Allnews.Ge

ჩეხეთი ავსტრიასთან, გერმანიასა და უნგრეთთან საზღვრებს დღეიდან, ევროპის სხვა 20-ზე მეტ ქვეყანასთან კი 15 ივნისიდან ხსნის

ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან ქვეყნის საზღვრები ავსტრიასთან და გერმანიასთან გახსნა.

ქვეყნის პრემიერ-მინსიტრის ანდრეი ბაბის თქმით, სასაზღვრო შეზღუდვა სულ მალე მოიხსნება უნგრეთთანაც. მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან ჩეხეთში ჩასულ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის ჩატარება ან კარანტინის გავლა არ მოეთხოვებათ.

"გვსურს, ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდეთ. ამ ქვეყნებიდან ხალხის ჩამოსვლა და ჩვენთან ფულის დახარჯვა სარგებელს მოუტანს ჩეხეთის რესპუბლიკას," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისათვის, ჩეხეთმა 4 ივნისს სლოვაკეთთან გახსნა საზღვარი. ევროპის სხვა 20-ზე მეტ ქვეყანასთან კი სასაზღვრო შეზღუდვები 15 ივნისიდან მოიხსნება.

myquiz