ბელგია 15 ივნისიდან ევროპის ქვეყნებთან საზღვარს ხსნის | Allnews.Ge

ბელგია 15 ივნისიდან ევროპის ქვეყნებთან საზღვარს ხსნის

ბელგიაში 8 ივნისიდან თითქმის ყველა ბიზნესს ამუშავების უფლება ექნება, მათ შორის რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს. სპორტდარბაზებიც ორშაბათიდან გაიხსნება, თუმცა გამოსაცვლელი განყოფილებების გარეშე იფუნქციონირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სოფი ვილმესმა განაცხადა.

ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის ნორმა კვლავ ძალაში რჩება. პრემიერის განცხადებით, ბელგია ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია, თუმცა დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად იკლებს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ევროპის ყველა ქვეყანასთან ბელგია საზღვარს 15 ივნისიდან გახსნის.

ბელგიაში კორონავირუსის გამო საკარანტინე შეზღუდვები 18 მარტიდან შევიდა ძალაში. ქვეყანაში კორონავირუსი ჯამში 58 000-ზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. დაავადებას 9 500 პაციენტი ემსხვერპლა.

myquiz