სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა | Allnews.Ge

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის შემდეგ სირიის იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.

სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ჯგუფის ინფორმაციით, ამჟამად რეგიონში ვითარება დასტაბილურდა და შეთანხმებას ორივე მხარე იცავს.

ამასთანავე მხარეების შეთანხმების შესაბამისად ქალაქ იდლიბიდან 6 კილომეტრით ჩრდილოეთით და სამხრეთით უსაფრთხოების კორიდორი მოეწყო, რომელიც ქალაქს ალეპოსთან და ლატაკიასთან აკავშირებს.

შეგახსენებთ, სირიის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტები ერთმანეთს 5 მარტს მოსკოვში შეხვდნენ.

მოლაპარაკებების შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ განაცხადეს.

myquiz