2019-2020 წელს ევროპაში ყველაზე თბილი ზამთარი იყო | Allnews.Ge

2019-2020 წელს ევროპაში ყველაზე თბილი ზამთარი იყო

კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის ინფორმაციით, 2019-2020 წელს, ევროპაში ყველაზე თბილი ზამთარი დაფიქსირდა. დეკემბერ-თებერვლის პერიოდში საშუალო ტემპერატურამ 3,4 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ევროპაში ყველაზე მაღალი საშუალო ტემპერატურა 2015-16 წლების ზამთარში დაფიქსირდა. კლიმატის ცვლილების სამსახურის მტკიცებით, ევროპის გარდა ტემპერატურამ მთელი მსოფლიოს მასშტაბითაც მოიმატა, რაც განსაკუთრებით რუსეთში იგრძნობოდა.

"სხვა რეგიონები, რომლებიც საშუალოზე საკმაოდ თბილი იყო, მოიცავს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას, ირანს, ავღანეთს, ცენტრალურ აზიას და ჩინეთის დიდ ნაწილს, უფრო მცირე ცვლილებები აქვთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკასა და დასავლეთ ავსტრალიაში", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

მათი თქმით, ტემპერატურის მატება ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობით გამოყოფასა და ტყეების მასობრივ განადგურებასთანაა დაკავშირებული.

myquiz