ჰავაიში სიგარეტის 100 წლამდე მოქალაქისთვის მიყიდვა აიკრძალა | Allnews.Ge

ჰავაიში სიგარეტის 100 წლამდე მოქალაქისთვის მიყიდვა აიკრძალა

ჰავაიში სიგარეტის 100 წლამდე მოქალაქისთვის მიყიდვა აიკრძალა. შესაბამისი რეგულაცია ჰავაის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო და იგი 2024 წლიდან ამოქმედდება.

შეზღუდვა არ შეეხება სიგარას, საღეჭ თამბაქოს, ელექტროსიგარეტს და თუთუნს. როგორც კანონშია აღნიშნული, სიგარეტი საშიში და მომაკვდინებელი პროდუქციაა, რომელიც ხანგრძლივი მომხმარებლების ნახევარის სიკვდილის მიზეზი ხდება.

საკანონმდებლო დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სიგარეტის გაყიდვების გადასახადის შედეგად სახელმწიფო დიდი რაოდენობით თანხას იღებს. წლის განმავლობაში ამ სახით ბიუჯეტში 100 მილიონ დოლარზე მეტი შედის, რაც იმაზე მეტყველებს რომ გაყიდვები დიდია.

ჰავაის აშშ-ში სიგარეტზე დაწესებული ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვს, იგი პირველი შტატი გახდა, რომელმაც 21 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებზეც დააწესა სიგარიტის ყიდვის შეზღუდვა.

myquiz