მელანია ტრამპთან დაპირისპირების გამო თეთრი სახლის მაღალჩინოსანი მოხსნეს | Allnews.Ge

მელანია ტრამპთან დაპირისპირების გამო თეთრი სახლის მაღალჩინოსანი მოხსნეს

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ მირა რიკარდელმა პირველ ლედისთან დაპირისპირების შემდეგ თანამდებობა დატოვა.

BBC-ს ინფორმაციით, თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "მისის რიკარდელი ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს".

მელანია ტრამპსა და რიკარდელს შორის დაპირისპირება ოქტომბერში, აფრიკაში მოგზაურობის დროს დაიწყო. ამერიკული მედია წერს, რომ ეს არ იქნება ერთადერთი კადრი, რომელსაც ცვლილება შეეხო - დონალდ ტრამპი სხვა თანამშრომლების გათავისუფლებასაც გეგმავს.

რიკარდელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ განცხადება ოთხშაბათს თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა გააკეთა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ რიკარდელი პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერად რჩება.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, მელანიასა და რიკარდელს შორის დაპირისპირება თვითმფრინავში დასაჯდომი ადგილების გადანაწილებას მოჰყვა. აფრიკაში ABC-ს ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს კი პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ თეთრ სახლში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც არ ენდობა.

"პრეზიდენტს გავუზიარე ჩემი გულწრფელი რჩევები და მოსაზრებები, გადაწყვეტილებას კი თავად, დამოუკიდებლად მიიღებს," - აღნიშნა მელანიამ.

გამოცემა Wall Street Journal წერს, რომ მელანიას გუნდი დარწმუნებულია, პირველი ლედის შესახებ გავრცელებული "უარყოფითი ამბების" უკან სწორედ რიკარდელი დგას.

myquiz