Google-ის თანამშრომლებმა უპრეცედენტო საპროტესტო მსვლელობა მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გამართეს - რას ითხოვენ ისინი? | Allnews.Ge

Google-ის თანამშრომლებმა უპრეცედენტო საპროტესტო მსვლელობა მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გამართეს - რას ითხოვენ ისინი?

მსოფლიოს მასშტაბით Google-ის თანამშრომლებმა სამუშაო ადგილები მიატოვეს და უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათი უკმაყოფილების მიზეზი კომპანიის მხრიდან ქალებისადმი დამოკიდებულება გახდა.

ტექნოლოგიური გიგანტის თანამშრომლები გარკვეულ საკვანძო ცვლილებებს მოითხოვენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ რეაგირებს კომპანია სექსუალური ხასიათის ბრალდებებზე, გარდა ამისა თანამშრომლები მოითხოვენ იძულებითი არბიტრაჟის გაუქმებას, რაც საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებს სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას მისცემს.

Google-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ განაცხადა, რომ ის პატივს სცემს თანამშრომლების გამოხატვისა და მოქმედების თავისუფლებას.

"მე მესმის ბრაზი და იმედგაცრუება, რასაც ბევრი თქვენგანი გრძნობს",- თქვა მან ყველა თანამშრომლისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში, - "და მეც ვგრძნობ ამას და სრულიად ჩართული ვარ პროცესში, რომლის შედეგადაც პროგრესი უნდა განვიცადოთ იმ საკითხში, რაც ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და დიახ, აქ Google-შიც".

მასშტაბურ საპროტესტო მსვლელობაში Google-ის სინგაპურის, ციურიხის, ლონდონის, ტოკიოს, ბერლინისა და ნიუ-იორკის ოფისების თანამშრომლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ვებ-დეველოპერმა სელ დუტონმა, რომელიც მსვლელობას ლონდონში შეუერთდა BBC_სთან საუბარში განაცხადა: "ჩვენ გავიფიცეთ იმისთვის, რომ ნებისმიერ სამუშაო ადგილას დასაქმებულ იმ კოლეგებს დავუჭიროთ მხარი, რომლებიც შევიწროვებას განიცდიან და გარეთ გამოვედით რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ადამიანები ვის წინააღმდეგაც ბრალდებები ისმის არ არიან დაცულები და უფრო მეტიც - დაჯილდოვებულები".

რამ განაპირობა მასშტაბური პროტესტი ?

ბრაზმა დუღილის ტემპერატურას გასულ კვირას მიაღწია, მას შემდეგ, რაც New York Times-მა დაწერა, რომ ერთ-ერთმა კარგად ცნობილმა აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიის დატოვების შემდეგ, 90 მილიონი დოლარის ოდენობის ანაზღაურება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ სექსუალური გადაცდომის შესახებ ბრალდებები ისმოდა. ენდი რუბინიმ, რომელიც ცნობილია, როგორც ანდროიდის მობილური ოპერატორის სისტემის შემქმნელი, ბრალდებები უარყო.

"სულ მცირე 48 თანამშრომლის გათავისუფლება მოხდა სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, ისე რომ მათ ანაზღაურება არ მიუღიათ"- უთხრა პიჩაიმ თანამშრომლებს. მან აღიარა, რომ New York Times-ის მიერ მომზადებული მასალა ნამდვილად "რთული წასაკითხი იყო".

რა სურთ თანამშრომლებს

თანამშრომლებმა, რომლებმაც სამუშაო ადგილები მასობრივად მიატოვეს თავიანთ სამუშაო მაგიდებზე დატოვეს მინაწერები, სადაც იკითხებოდა: "მე არ ვარ ჩემს სამუშაო ადგილას, რადგან Google-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად ვმონაწილეობ გაფიცვაში სექსუალური შევიწროვების, გადაცდომის, გამჭირვალობის ნაკლებობის გაპროტესტების მიზნით".

თანამშრომლებმა ასევე ჩამოაყალიბეს მოთხოვნათა ჩამონათვალი, რომელიც ასე გამოიყურება:

1. თანამშრომლები მოითხოვენ ანაზღაურებისა და შესაძლებლობების არათანასწორად განაწილების დასრულებას.

2. საჯარო იყო სექსუალური შევისწროვების გამჭირვალობის ანგარიში.

3. ითხოვენ ცხად, ფორმალურ და ყოვლისმომცველ პროცესს, რათა უსაფრთხოდ და ანონიმურობის დაცვით შეძლონ სექსუალური გადაცდომების შესახებ გაცხადება.

4. ითხოვენ თანამშრომლებს ჰყავდეთ თავისი წარმომადგენელი მმართველ საბჭოში.

5. ნაძალადევი არბიტრაჟის დასრულებას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შევიწროვება და დისკრიმინაცია ყველა მოქმედი და მომავალი თანმშრომლისთვის.

რა არის იძულებითი არბიტრაჟი ?

იძულებითი არბიტრაჟი არის კონტრაქტის გავრცელებული პირობა "სილიკონ ველის" თანამშრომლებისთვის, რომელიც მოითხოვს ნებისმიერი სახის დავის კომპანიის შიგნით განხილვას, იმის ნაცვლად რომ მათ განსახილველად სხვა უწყებები იქნას გამოყენებული, მაგალითად, სასამართლო.

არბიტრაჟის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს პუნქტი არა მხოლოდ კომპანიისა და თავად ბრალდებულის რეპუტაციის დასაცავად გამოიყენება, არამედ იმ მსხევრპლთა გასაჩუმებლად, რომლებსაც გადაწყვეტილების გასაჩივრება ან შემდგომი ქმედებების განხორციელება არ შეუძლიათ.

myquiz