აშშ მექსიკასთან საზღვარზე რამდენიმე ათას სამხედროს გაგზავნის | Allnews.Ge

აშშ მექსიკასთან საზღვარზე რამდენიმე ათას სამხედროს გაგზავნის

აშშ-ს მთავრობა მექსიკასთან საზღვარზე რამდენიმე ათას სამხედროს გაგზავნის. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსს" მთავრობაში არსებულმა წყაროებმა შეატყობინეს.

თავდაპირველად საუბარი იყო 800 ან 1000 სამხედროზე, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდი იქნება. პენტაგონში კონტინგენტის ზრდაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ ოპერაცია ჯერ დაგეგმარების ეტაპზეა.

"მიგრანტების ქარავანი" ამერიკის საზღვრისკენ მიემართება

თავის მხრივ, "ბლუმბერგი" წერს, რომ "მიგრანტების ქარავანის" დასახვედრად ვაშინგტონი 5 200 სამხედროს გაგზავნის. საზღვარზე უკვე დგას 2 100 კაციანი კონტინგენტი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა იქ ჯერ კიდევ აპრილში გადააანაწილა.

ჰონდურასელი მიგრანტების ქარავანში, რომელიც აშშ-ს მიმართულებით მოძრაობს, 3 500 ადამიანზე მეტია. ვაშინგტონმა მათი ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვებაზე უარი თქვა.

myquiz