ჯორჯ სოროსის სახლთან, საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს | Allnews.Ge

ჯორჯ სოროსის სახლთან, საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის სახლთან, საფოსტო ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ამის შესახებ სამართალდამცველ ორგანოს თანამშრომელზე დაყრდნობით გამოცემა New York Times წერს.

მისი ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ უესტჩესტერში მოხდა. შეტყობინება საეჭვო ნივთის შესახებ პოლიციაში ადგილობრივი დროით 15:45 საათზე შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოწყობილობა გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს.

New York Times-ის ინფორმაციით, ჯორჯ სოროსი ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა.

პოლიციამ საქმე გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადასცა.

myquiz