აშშ გამოეთიშება რუსეთთან გაფორმებულ ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებას | Allnews.Ge

აშშ გამოეთიშება რუსეთთან გაფორმებულ ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებას

აშშ გამოეთიშება რუსეთთან გაფორმებულ ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებას, ამის შესახებ ინფორმაცია BBC-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა დაადასტურა. ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაარღვია 1987 წელს დადებული ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, აკრძალულია საშუალო რადიუსზე მოქმედი სახმელეთო რაკეტების გამოყენება.

"აშშ არ მისცემს უფლებას რუსეთს შექმნას იარაღი, რომლის შექმნაც არ არის ნებადართული", - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას რუსეთი წლების განმავლობაში არღვევდა და მან არ იცის, თუ რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები მისმა წინამორბედმა ბარაკ ობამამ.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს, პრეზიდენტმა ობამამ სწორედ ამ ხელშეკრულების დარღვევაში რუსეთი დაადანაშაულა, თუმცა, ევროპელი ლიდერების ზეწოლით, არჩია არ გამოთიშვოდა შეთანხმებას.

myquiz