კიმ ჩენ ინმა რომის პაპი ჩრდილოეთ კორეაში მიიწვია | Allnews.Ge

კიმ ჩენ ინმა რომის პაპი ჩრდილოეთ კორეაში მიიწვია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რომის პაპი ფრანცისკე ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტით დაპატიჟა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა აღნიშნა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი რომის პაპს კიმ ჩენ ინის მოწვევას შემდეგ კვირას გადასცემს, როდესაც მას პირისპირ შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრაზე კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში რომის პაპის დაპატიჟების სურვილი გამოთქვა.

myquiz