ლატვიაში საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტია "თანხმობამ" გაიმარჯვა | Allnews.Ge

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულმა პარტია "თანხმობამ" გაიმარჯვა

ლატვიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე პრორუსულმა პარტია "თანხმობამ" გაიმარჯვა, რომლის ლიდერი რიგის მერი ნილ უშაკოვია. აღნიშნულმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 19% მიიღო.

მეორე ადგილზე არიან პოპულისტები "ვის ეკუთვნის სახელმწიფო?"-დან 14,07%-იანი მხარდაჭერით, მესამეზე კი, "ახალი კონსერვატორების" პარტია 13,6%-ით. პროევროპულმა პარტიამ "განვითარებისთვის" ამომრჩეველთა ხმების 12%-ით მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრორუსული პარტია "თანხმობა" ლატვიის პარლამენტში 24 მანდატს მიიღებს, "ახალი კონსერვატორები" 16 ადგილს, ხოლო "ვის ეკუთვნის სახელმწიფო?" კი - 15 ადგილს.

როგორც გამარჯვებული პარტიის ლიდერმა ნილ უშაკოვმა განაცხადა, "ქმედითი და სტაბილური კოალიცია "თანხმობის" გარეშე ვერ შეიქმნება". აღსანიშნავია, რომ პარტია "თანხმობა" მხარს უჭერს ლატვიის ნატო-სა და ევროკავშირში წევრობას და ამავდროულად რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას სთავაზობს.

myquiz