ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამხედროებმა საერთო საზღვარზე განთავსებული 800 ათასი ნაღმის ამოღება დაიწყეს | Allnews.Ge

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამხედროებმა საერთო საზღვარზე განთავსებული 800 ათასი ნაღმის ამოღება დაიწყეს

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამხედროებმა საერთო საზღვარზე განთავსებული 800 ათასი ნაღმის ამოღება დაიწყეს.

სამხრეთკორეელი გამნაღმველები სოფელ პანმუნჯომში მუშაობას უკვე შეუდგნენ, ანალოგიური პროცესი დაიწყება საზღვრის მეორე მხარეს, სადაც კორეული ომის დროს ასეულობით ჯარისკაცი დაიღუპა.

განაღმვის პროცესის შესახებ შეთანხმება გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჩჟე ინის შეხვედრაზე გაფორმდა.

myquiz