თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს ასცდა და წყალში ჩავარდა - იხილეთ ვიდეო | Allnews.Ge

თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს ასცდა და წყალში ჩავარდა - იხილეთ ვიდეო

თვითმფრინავი პაპუა-ახალ გვინეაში მდებარე პატარა კუნძულ ვენოზე ასაფრენ ბილიკს ასცდა და ოკეანეში ჩავარდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 9.30 საათზე მოხდა. თვითმფრინავში მსხდომი 36 მგზავრი და ეკიპაჟის თერთმეტივე წევრი გადარჩა, თუმცა თვითმფრინავი წყალში მთლიანად ჩაეფლო და ერთი მგზავრი დაშავდა.

ავიალაინერში მყოფების გადასარჩენად ლაგუნაში ადგილობრივი მცხოვრებლები ნავებით შევიდნენ, მგზავრებმა ფრთებზე ასვლა შეძლეს.

აეროპორტის წარმომადგენლის თქმით, ავიაკომპანიის Air Niugini-ს კუთვნილი თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს დაახლოებით 160 მეტრით ასცდა. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

myquiz