რას წერს კიმ ჩენ ინი აშშ-სთვის გაგზავნილ მიმართვაში | Allnews.Ge

რას წერს კიმ ჩენ ინი აშშ-სთვის გაგზავნილ მიმართვაში

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის წარმომადგენელს აშშ-ს ხელისუფლებისადმი მიმართვის გადაცემა სთხოვა. ამის შესახებ სააგენტო Yonhap იუწყება.

ფხენიანში გამართული შეხვედრის შემდეგ სამხრეთ კორეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი არ ეთანხმება ვაშინგტონის პოზიციას იმის შესახებ, რომ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის საკითხზე პროგრესი არ არის.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ფჰუნგერის პოლიგონის დემონტაჟმა ქვეყანას ახალი ბირთვული ცდების ჩატარების შესაძლებლობა მოუსპო.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ფხენიანის ნაბიჯები სათანადოდ ვერ შეაფასა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის დარეგულირება და აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზება 2021 წლის იანვარში დონალდ ტრაპმის უფლებამოსილების ამოწურვამდე მოხდება.

myquiz