ჯონ მაკკეინს დღეს დაკრძალავენ | Allnews.Ge

ჯონ მაკკეინს დღეს დაკრძალავენ

სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონია დღეს გაიმართება. ჯონ მაკკეინს ქალაქ ანაპოლისში, მერილენდის შტატში დაკრძალავენ, სადაც აშშ-ს საზღვაო აკადემია მდებარეობს, რომელიც სენატორმა დაამთავრა.

მაკკეინმა, რომელიც 25 აგვისტოს ტვინის სიმსივნით 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჯერ კიდევ საკუთარ სიცოცხლეში განსაზღვრა იმ სტუმრების სია, რომლებიც მის დაკრძალვას უნდა დაესწრონ.

აღნიშნულ სიაში თითქმის ყველა გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსი მოხვდა, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარდა. სიტყვით გამომსვლელთა შორის იქნებიან აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები: ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში(უმცროსი).

აღსანიშნავია ისიც, რომ მაკკეინმა წინასწარ დაასახელა ის პირები, ვინც მის ჩასასვენებელს წაიღებს.

სიკვდილის წინ სენატორმა აშშ-ს მოსახლეობისადმი ბოლო მიმართვა გაავრცელა.

"მე ვცდილობდი ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეულად მემსახურა. ვუშვებდი შეცდომებსაც, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამერიკისადმი ჩემი სიყვარული შეცდომებს გადაწონის", - განაცხადა მაკკეინმა.

გარდა ამისა, საკუთარ მიმართვაში მაკკეინმა მადლობა გადაუხადა ამერიკელებს. "მათთვის მსახურების პატივისთვის და იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მას ჯარში და პოლიტიკაში გატარებული წლების საშუალებით ჰქონდა", - ნათქვამია სენატორის ბოლო მიმართვაში.

myquiz