ნორვეგიელმა მინისტრმა ცოლისთვის კარიერულ წინსვლაში დახმარების მიზნით თანამდებობა დატოვა | Allnews.Ge

ნორვეგიელმა მინისტრმა ცოლისთვის კარიერულ წინსვლაში დახმარების მიზნით თანამდებობა დატოვა

ნორვეგიელმა მინისტრმა ცოლისთვის კარიერულ წინსვლაში დახმარების მიზნით თანამდებობა დატოვა. ტრანსპორტის მინისტრმა კეტილ სოლვიკ-ოლსენმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თავის ცოლს აშშ-ში მუშაობა შესთავაზეს.

"ევრონიუსის" ცნობით, მინისტრი აპირებს მეუღლესთან ერთად ამერიკაში წასვლას. სოციალურ ქსელში მინისტრის გადაწყვეტილებას აღფრთოვანებით შეხვდნენ და მისი ეს ნაბიჯი გენდერული თანასწორობის კუთხით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასეს.

ნორვეგია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მონაცემებით, გენდერული თანასწორობის კუთხით 144 ქვეყანას შორის მეორე ადგილს იკავებს.

myquiz