დედა-შვილის შეხვედრა 67 წლის შემდეგ - ემოციური კადრები | Allnews.Ge

დედა-შვილის შეხვედრა 67 წლის შემდეგ - ემოციური კადრები

67-წლიანი დაშორების შემდეგ კორეელმა დედა-შვილმა ერთმანეთი ნახა. მათი შეხვედრის ემოციური კადრები BBC-მ გაავრცელა.

ლი კემ-სომმა საკუთარი ვაჟი ბოლოს 4 წლის ასაკში ნახა. 1950 წელს კორეის ომის შედეგად დედა-შვილი საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე დედა იმედიანად იყო განწყობილი:

"იმედია, ჩავიხუტებ ჩემს ბიჭს, რომელიც უკვე გაიზარდა. ის 4 წლის იყო, როდესაც ჩვენ ერთმანეთს დაგვაშორეს. მთელი წელი ვტიროდი და მის სახელს ვიმეორებდი. მივდიოდი მდინარესთან და მთელი დღეები ვტიროდი. ის ვერ მიცნობს, ვინაიდან 4 წლის იყო, როდესაც ბოლოს მნახა. ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ სახელებით ვიცნობთ".

შეგახსენებთ, გუშინ ჩრდილოეთ კორეაში ათეულობით სამხრეთკორეელი ჩავიდა, რათა დიდიხნის უნახავი ნათესავები ნახონ. 1950-იანი წლების კორეის ომის შედეგად ათასობით ოჯახი დაიყო.

myquiz