აშშ-ში ავიაკომპანიის თანამშრომელმა თვითმფრინავი გაიტაცა | Allnews.Ge

აშშ-ში ავიაკომპანიის თანამშრომელმა თვითმფრინავი გაიტაცა

აშშ-ში, სიეტლის აეროპორტში ავიაკომპანიის თანამშრომელმა თვითმფრინავი გაიტაცა, რომელიც მოგვიანებით პიუჯეტის ყურესთან ჩამოვარდა.

სიეტლის აეროპორტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.

ავიაკომპანია Alaska Airlines-ის განცხადებით, ინციდენტი ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათზე მოხდა. თვითმფრინავში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც მას მართავდა.

პოლიციაში განაცხადეს, რომ თვითმფრინავს F-15-ის ტიპის ორი გამანადგურებელი აედევნა, რათა თვითმფრინავი დასახლებულ ადგილებს არ მიახლოვებოდა.

პოლიციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.

myquiz