ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტმა ქალი ექიმების რიცხვის შესამცირებლად გამოცდის შედეგები გააყალბა | Allnews.Ge

ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტმა ქალი ექიმების რიცხვის შესამცირებლად გამოცდის შედეგები გააყალბა

ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტს ქალების საგამოცდო შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. იაპონიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტს ქალების საგამოცდო შედეგების გაყაბება, მედიცინის სფეროში მომუშავე ქალების რიცხვის შესამცირებლად დასჭირდა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის უმსხვილესმა ყოველდღიურმა გამოცემა Yomiuri Shimbun დაწერა, რომ საგამოცდო შედეგები შეიცვალა, რათა დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ წარმატებული კანდიდატების 30%-ზე მეტი არ იქნებოდა ქალი, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ შემთხვევას აუცილებლად გამოიძიებდნენ.

წყარომ, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, არაოფიციალური პოლიტიკა აღწერა, რომელიც იმის გამო წარადგინეს, რომ შიშობდნენ, სულ უფრო ნაკლები ქალი მიატოვებდა სამსახურს ან ძალიან გვიან მიატოვებდა მას იმისთის, რომ გათხოვილიყო და ოჯახი შეექმნა.

კიდევ ერთი წამყვანი იაპონური გამოცემა The Asahi Simbun კი იუწყება, რომ უნივესრიტეტის ხელმძღვანელებმა გამოცდების შედეგების მიზანმიმართულად შეცვლა ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყეს, როდესაც წარმატებული აპლიკანტების 40% ქალები იყვნენ. მიმდინარე წლის საგამოცდო შედეგების მიხედვით, ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტში მხოლოდ 30 ქალი ჩაირიცხა, მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში სწავლის უფოლების მოპოვება 141-მა მამაკაცმა შეძლო.

უნივერსიტეტში მომუშავეთა განმარტებით, რომლებიც აღნიშნულ სქემას კარგად იცნობენ, უნივერსიტეტში მოხვედრის ყველა მსურველი ქალის საგამოცდო ქულების ხელოვნურად დასაკლებად სპეციალურ კოეფიცინტს იყენებენ.

World Economic Forum-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ დროისთვის იაპონიაში პოლიტიკოსთა, მენეჯერთა და სამსახურების ოფიციალურ პირთა მხოლოდ 12,4%-ია ქალი.

უნივერსიტეტის მიერ შედეგების გაყალბებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, სადაც ერათ-ერთი მომხმარებელი წერს: "ქალებს ეუბნებიან, რომ მათ ბავშვები უნდა გააჩინონ. თუ ამას არ აკეთებენ მათ დასცინიან და ეუბნებიან, რომ უნაყოფოები არიან. მხოლოდ იმის გამო, რომ ქალს ბავშვის გაჩენა შეუძლია, მას საგამოცდო შედეგებს ხელოვნურად უმცირებენ. რა უნდა გააკეთოს ქალმა?"

მომზადებულია Independent-ის მიხედვით

myquiz