შვარცენეგერი ტრამპს - პუტინთან პრესკონფერენციაზე როგორც დოყლაპია, ისე იდექით | Allnews.Ge

შვარცენეგერი ტრამპს - პუტინთან პრესკონფერენციაზე როგორც დოყლაპია, ისე იდექით

კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი, მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპი, როგორც დოყლაპია, ისე გამოიყურებოდა.

მისი თქმით, ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლა სამარცხვინო იყო.

"პრესკონფერენციაზე როგორც დოყლაპია, ისე იდექით. ჩემს თავს ვეკითხებოდი, როდის გამოართმევდით პუტინს ავტოგრაფს ან მასთან სელფის გადაიღებდით", - ნათქვამია არნოლდ შვარცენეგერის ვიდეომიმართვაში.

არნოლდ შვარცენეგერის აზრით, დონალდ ტრამპმა უღალატა ამერიკის დაზვერვას, მართლსაჯულების სისტემასა და ქვეყანას მთლიანობაში.

"თქვენ აშშ-ს პრეზიდენტი ბრძანდებით. ასე არ უნდა მოიქცეთ. რა დაგემართათ? რა დაემართა რონალდ რეიგანის იმ სიტყვებსა და ძალას, როდესაც ის ბერლინის კედელთან იდგა და გორბაჩოვს უთხრა: "ჩამოშალეთ ეს კედელიო"?, - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ არნოლდ შვარცენეგერი "რესპუბლიკური" პარტიის წევრია.

myquiz