ტრამპს მსოფლიო ჩემპიონატის გამო, აეროპორტში ბელგიის ხელისუფლების არც ერთი უმაღლესი პირი არ დახვდა | Allnews.Ge

ტრამპს მსოფლიო ჩემპიონატის გამო, აეროპორტში ბელგიის ხელისუფლების არც ერთი უმაღლესი პირი არ დახვდა

აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელიც გუშინ საღამოს ბრიუსელში ჩავიდა, ბელგიის ხელისუფლების არც ერთი უმაღლესი პირი არ დახვდა. ამის შესახებ გამოცემა Le Soir წერს.

დონალდ ტრამპი მეუღლე მელანიასთან ერთად ბელგიაში ადგილობრივი დროით 20:50 საათზე ჩაფრინდა, როდესაც რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ბელგიის ნაკრები საფრანგეთის ნაკრებს ხვდებოდა.

ბელგიის მეფე ფილიპე და საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდნენ და საფეხბურთო მატჩს თვალყურს სტადიონიდან ადევნებდნენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი კი, ფეხბურთს ნაკრების ერთ-ერთი წევრის, ედენ აზარის მშობლური ქალაქის ბრენ-ლე-კონტის ფანზონაში, გულშემატკივრებთან ერთად უყურებდა.

აშშ-ს პრეზიდენტს აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის ხელმძღვანელი ფრანსუაზა გიუსტენი დახვდა.

Le Soir-ის ინფორმაციით, ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების ლიდერების დახვედრაც ანალოგიურ დონეზე გაიმართება.

myquiz