მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 27%-დან 9%-მდე შემცირდა | Allnews.Ge

მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 27%-დან 9%-მდე შემცირდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მსოფლიოში უკიდურესი სიღარიბის გადალახვის დადებითი დინამიკის შესახებ საუბრობს.

"მსოფლიოში იმ მომუშავეთა წილი, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი ოჯახების უკიდურესი გაჭირვებიდან ამოყვანა, მნიშვნელოვნად შემცირდა", - ამის შესახებ საუბარია გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2000 წელს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ადამიანების 27% იყო, დღეის მდგომარეობით კი 9%-ია.

"ჯერ კიდევ რჩება სიღარიბის მძაფრი კერები სოფლებში, სადაც მოსახლეობა სიღარიბის უმაღლეს დონეზეა", - განაცხადა გუტიერეშმა. მისი აზრით, სიღარიბესთან გამკლავებას უნდა დაეხმაროს სოციალური დაცვის ინსტიტუტების განვითარება.

myquiz