დონალდ ტრამპი - მე რომ არა, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - მე რომ არა, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით

მე რომ არა, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მისი ქმედებების წყალობით ვაშინგტონი ფხენიანთან ომის ზღვარზე არ იმყოფება.

"ჩრდილოეთ კორეასთან კარგი საუბარი გვქონდა. ყველაფერი კარგად მიდის. ამავდროულად, არ ხდება რაკეტების გაშვება და ბირთვული გამოცდები ბოლო 8 თვის განმავლობაში. მთელი აზია აღფრთოვანებულია. მხოლოდ ოპოზიციური პარტია, რომლის ნაწილი „ფეიკ ნიუსებია“ , ჩივის. რომ არა მე, ახლა ჩრდილოეთ კორეასთან ომის მდგომარეობაში ვიქნებოდით", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

myquiz