ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს | Allnews.Ge

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ სამი პირი დააკავა, რომლებსაც ბრალად ქალაქ სარაგოსაში 40-მდე სახლის გაქურდვა ედებათ. დაკავებულებს შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი ორი რუსეთის მოქალაქეები არიან.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან.

დაკავებულებს ასევე ბრალად ედებათ საბუთების გაყალბება, ვინაიდან ისინი ესპანეთში ისრაელელი სტუდენტების ყალბი საბუთებით ჩავიდნენ.

ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ათასამდე ძვირფასი ნაკეთობა და 9,000 ევრო ამოიღო.

სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

myquiz