ტრამპმა ანგელა მერკელს კანფეტები ესროლა | Allnews.Ge

ტრამპმა ანგელა მერკელს კანფეტები ესროლა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადაში გამართული "დიდი შვიდეულის" სამიტის დროს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს საღეჭი კანფეტები ესროლა. ამის შესახებ ტელეარხ CBS-ს ეთერში ამერიკელმა ანალიტიკოსმა, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Eurasia Group-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, იენ ბრემერმა განაცხადა.

მისი თქმით, ინციდენტი სამიტის დასასრულს მოხდა, როდესაც მერკელი და კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ცდილობდნენ, ტრამპი ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერაზე დაეყოლიებინათ.

"ტრამპი უკმაყოფილო სახით იჯდა, ვინაიდან "შვიდეულის" ლიდერები მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ბოლოს მან მაინც გადაწყვიტა ხელი მოეწერა კომუნიკეზე, წამოდგა, ხელი პიჯაკის ჯიბეში ჩაიყო, ამოიღო Starbursts-ის ორი საღეჭი კანფეტი, მაგიდაზე დააგდო და მერკელს უთხრა: "აი, ანგელა. არ თქვა, რომ მე არასდროს არაფერს არ გაძლევ".

myquiz