2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 68.5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია | Allnews.Ge

2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 68.5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია

იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა, რომლებიც ომს, ძალადობასა და დევნას გამოექცნენ, გასულ წელს 69 მილიონამდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მიმდინარე კრიზისის შედეგად, ისეთ ადგილებში, როგორიც სამხრეთ სუდანი და კონგოა, ასევე, როჰინჯების დევნა მიანმარიდან, რომელიც გასულ წელს დაიწყო, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 2017 წელს 68.5 მილიონი შეადგინა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა სულ მცირე 53% ბავშვია, მათი დიდი ნაწილი ზედამხედველისა და მზრუნველის გარეშეა დარჩენილი.

მხოლოდ გასულ წელს 16,2 მილიონი ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი, საშუალოდ, დღეში 44 ათასზე მეტი ადამიანი იყო იძულებული, დაეტოვებინა საკუთარი სახლი.

"ჩვენ იმ მდგომარეობაში ვიმყოფებით, როდესაც იძულებით გადაადგილების პრობლემას რომ გავუმკლავდეთ, გვესაჭიროება ახალი და ყოვლისმომცველი მიდგომა, იმისთვის, რომ ქვეყნები და საზოგადოებები ამ პრობლემის მოგვარების წინაშე მარტონი არ აღმოჩნდნენ"- განაცხადა ლტოლვილების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ.

ანგარიშის თანახმად 25,4 მილიონი ლტოლვილი საკუთარი ქვეყნიდან კონფლიქტსა და დევნას გაექცა.

myquiz